|
2020-09-15 23:07:51, 1068 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირეა დასრულდება
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში შეხვდა. ,,სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ" - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. დიდინეძის შემდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსახლეობას გვერდით მდებარე სოფელ დიდინეძის კახათში შეხვდა. ,,დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს, ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირის ჩართვა მოხდება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)