|
2020-09-15 12:56:54, 631 ნახვა
პოლიტიკა
„ენმ“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ
პოლიტიკური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „მოძრაობა ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის „ძალა ერთობაშია“ სახით მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ საქართველოს განვითარების გზაზე დავაბრუნებთ, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციური გაერთიანება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს. „მოგესალმებით , ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე გვაქვს. საზოგადოებას, ამომრჩეველს, პრესას ამ თვეების განმავლობაში აინტერესებდა, ხომ არ დაიშალა გაერთიანებული ოპოზიცია. როგორც ხედავთ აქ ვდგავართ, არა თუ დაიშალა, არამედ გაფართოვდა და რესურსიც შეემატა, პირობას გაძლევთ, რომ ეს გაერთიანება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა გამარჯვებას მიაღწევს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ, დავაბრუნებთ საქართველოს განვითარების გზაზე“, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)