|
2020-09-11 12:16:46, 1991 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ხახუბია : ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია
ფოთის,ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია ხობის ცენტრალურ პარკში პირველკურსელებს შეხვდა და ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეეული წარმატება მიულოცა. "ახალგაზრდებთან შეხვედრისას ყოველთვის განსაკუთრებული ემოცია მეუფლება, მიყვარს მათთან ლაპარაკი და მათი ანთებული თვალების ყურება. ეს მაძლევს ძალას და მოტივაციას, განსაკუთრებული შემართებით ვაკეთო ის საქმე, რაც მათთვის ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტულია. მინდა, რომ ისინი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები სახელმწიფოს შენების პროცესში, რადგან მათი ძალა, მიზანსწრაფულობა და მოტივაცია დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას.ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან მხოლოდ ჭეშმარიტად განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევა და განვითარებისა და წინსვლის უზრუნველყოფა. ჩვენი ხელისუფლების პერიოდში საგანმანათლებლო სფეროში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფასო ფაკულტეტები დაემატა, ასევე, ხელმისაწვდომია პროფესიული განათლების პროგრამები სრული სახელმწიფო დაფინანსებით”,-განაცხადა კანდიდატმა. ირკალი ხახუბიამ ახალგაზრდებს ფოთში ახალი საზღვაო აკადემიის მშენებლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს , მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ემსახურონ ჩვენს ქვეყანას.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)