|
2020-09-10 12:55:47, 1706 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის ( MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საჰაერო თავდაცვის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით ფრანგულ მხარესთან, ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, აღჭურვილობის ტრნასფორმაციასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი დაესწრნენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)