|
2020-09-09 14:32:47, 2887 ნახვა
პოლიტიკა
„9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ“ - სააკაშვილი 9 პუნქტიან გეგმას აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანობისკენ გადასადგმელი ნაბიჯების სიას ავრცელებს. სააკაშვილი სამართლიანობიკენ გადასადგმებლ 9 ნაბიჯს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ: 1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. 2. იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. აქაც, სამსახური მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში იქნება იუსტიციის სამინისტროსთან, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს. 3. პროკურატურა გაიყოფა ორ უწყებად: შეიქმნება ზოგადი პროკურატურა და სამოხელეო საქმეთა პროკურატურა, რომლებიც არც ვინმეს ქვემდებარეობაში იქნებიან და არც ურთიერთდამოკიდებულებაში. 4. ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შეირჩევა ოპოზიციიდან. 5. სუსი გაუქმდება - სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს. ეს მტკივნეული თემა, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავხუროთ და წარსულს ჩავაბაროთ. პოლიტიკური პოლიცია საქართველოში აღარ იარსებებს. 6. ე.წ. მოსმენის გასაღები გადაეცემა დამოუკიდებელ სასამართლოს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია მიენიჭება. 7. ფინანსური პოლიცია უნდა გაუქმდეს. თავისუფალი მეწარმეობისა და ბიზნესმენების მაკონტროლებელი ძალოვანი, იარაღიანი, სამართალდამცავი სტრუქტურა არ 8. სასამართლო ექსპერტიზა ცენტრი ჩამოყალიბდება როგორც ნამდვილად დამოუკიდებელი უწყება. ბიუროს ხელმძღვანელი სამოქალაქო სექტორიდან დასახელდება და დამტკიცებისთვის ოპოზიციის ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. 9. სასამართლო რეფორმის ჩავარდნას მე, პირადად, ძალიან განვიცდი. გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს”, - წერს სააკაშვილი.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)