00:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 15:46:38, 4148 ნახვა

სამართალი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებიან

გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და სახალხო დამცველი წარმომადგენლები პროკურატურაში იმყოფებიან.

ბაჩალიაშვილის დედას თეონა თამაზაშვილს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაურეკა მწყემსმა თამარის ავტომობილის პოვნის შემდეგ აფციაურს და არა სხვას.

„ამათი პირით უნდა მოვისმინო ურცხვად რომ იტყუებიან. გამოდიან და ამბობენ, რომ არავის დნმ არ აღმოჩნდაო. მათგან უნდა მოვისმინო, რატომ არ გაასაჯაროეს დანარჩენი მასალა. რისი იმედი ჰქონდათ რომ არ წავიკითხავდით დასკვნას? ბევრ რამეზე არაა პასუხი. რაღა იმ მწყემსს ჰქონდა აფციაურის ნომერი და რაღა აფციაურს დაურეკა. მაშინ ყველა მწყემს უნდა ჰქონოდა მისი ნომერი და ვინმე თუ ნახავდა ის დაურეკავდა. დრონებმა ვერ ნახეს მანქანა და მაინც და მაინც მწყემსს უნდა ენახა? რა სისულელეა“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

პროკურატურაში შესვლამდე მხარეებმა კომენტარი გააკეთეს. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელმა ეკა ქობესაშვილმა განაცხადა, რომ ეცდება საქმესთან დაკავშირებით მაქსიმალურად ნათელი სურათი შექმნას.

„დღეს ვეცდებით, რომ მაქსიმალურად შეგვექმნას ნათელი სურათი როგორ მიდის გამოძიება. მაქვს ინფორმაცია რომ მწყემსებს რამდენიმე ჩვენება აქვთ მიცემული და ისინი თანხვედრაში არაა ერთმანეთთან“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics