|
2020-09-07 22:30:41, 3097 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ წვრთნების საპასუხოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთი „ღირსეული პარტნიორი 2020-ის“ წვრთნების საპასუხოდ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს. „საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარება საფრთხის მატარებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“ , - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. "საქართველოს შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმიური ზრდა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მსგავსი სახის საერთო წვრთნები ქართველ სამხედროებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი საბრძოლო პოტენციალი და შეიძინონ საბრძოლო ოპერაციების წარმოების დამატებითი უნარები. საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩატარების მსგავსი პრაქტიკა სერიოზული საფრთხის მატარებელია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და ძირს უთხრის კონფლიქტების დარეგულირების არსებულ საერთაშორისო ფორმატის ძალისხმევას". – ვკითხულობთ განცხადებაში.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)