00:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-06 17:07:19, 2556 ნახვა

სამართალი
რამიშვილი - უნდა აღდგეს სატელეფონო ზარები და Whatsapp-ის ლოკაციები, ამისთვის დეა კაპანაძის ჩვენებაც საკმარისია

„უნდა აღდგეს სატელეფონო ზარები და Whatsapp-ის ლოკაციები, ამისთვის დეა კაპანაძის ჩვენებაც საკმარისია“ , - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თამარი სახლიდან უცხო პირის გაყვანილი არ არის.

“ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი არის, რადგანაც მისი და თამარის ურთიერთობა იყო ძალიან ახლო, კითხვაზე თუ როგორ შეიძლება ის აღმოჩენილიყო, დეამ შემდეგნაირი პასუხი გასცა, რომ თამარი რადგანაც იყო ძალიან გულჩვილი და მშიშარა ადამიანი, აქედან გამომდინარე არ გამორიცხავდა, რომ ვიღაცის თხოვნით, ან დახმარების მიზნით თამარი წასულიყო მისთვის უცნობ ტერიტორიაზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი თეთრიწყაროს რაიონში,' თუმცა კატეგორიულად გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მამაკაცი.

ამ შემთხვევაში დეა კაპანაძე არ გამორიცხავდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მანდილოსანი და ძალიან ახლობელი, რასაც ჩვენ დღემდე ვამბობთ, რომ თუ არ იქნება გამოთხოვილი და აღდგენილი ის სატელეფონო ზარები ის Whatsapp-ის ლოკაციები, საიდანაც ხდებოდა მძინარე გოგონას გაღვიძება, მისი მეგობარიც კი ამტკიცებს, რომ  შეუძლებელია შინაური ადამიანის მოქმედების გარეშე ვინმეს თამარი გაეყვანა სახლიდან. ამას დეა კაპანაძეც მტკიცედ ადასტურებს” , - განაცხადა რამიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics