|
2020-09-06 15:47:23, 2327 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - „ევროპული საქართველოს“ გეგმა არ უკავშირდება ვინმეს ჩამოსვლას, ეს არის გეგმა, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს
„ევროპული საქართველოს“ გეგმა არ უკავშირდება ვინმეს ჩამოსვლას, ეს არის გეგმა, რომელიც გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ მათი გეგმა სრულად განსხვავდება „ენმ“-სა და „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმისგან. „ჩვენი, ევროპული საქართველოს გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას, ან არჩამოსვლას, ან მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს მთლიანად, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა - დასრულდეს. დევნა ყველასი უნდა დასრულდეს, მაგრამ ჩვენი გეგმები არ არის დაკავშირებული ერთ კაცთან და ვინმეს დაბრუნებასთან. მთელი ქვეყნის მომავალთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ამ კაცს, ნაციონალურ მოძრაობას უნდა 2012 წლამდე ვითარების დაბრუნება და ივანიშვილს სურს დღევანდელი სიტუაციის შენარჩუნება, სადაც უკიდეგანო ძალაუფლება აქვს და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. ევროპული საქართველოს ამოცანაა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარ მომავალზე იზრუნონ თვითონ” , - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)