|
2020-09-03 18:09:36, 2275 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა და გორი-კასპის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კასპის ფეხბურთის ცენტრალური სტადიონი და საფეხბურთო სკოლა დაათვალიერეს. 2019 წელს კასპში ხელოვნურსაფარიანი, უეფას II დონის საფეხბურთო ცენტრალური სტადიონი აშენდა, რომელიც 480 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო 4 გასახდელი, სამსაჯო, სამედიცინო და დელეგატთა ოთახები, დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, ასევე აღდგა ცენტრალური სტადიონის მიმდებარე მინი მოედანი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხბურთო სკოლის შენობასაც, რომელიც 250 აღსაზრდელს ემსახურება. როგორც „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. სტადიონის და საფეხბურთო სკოლის მშენებლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და რეგიონული განვითარების ფონდმა დააფინანსა. პროექტების ჯამური ღირებულება 2,1 მლნ ლარია.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)