|
2020-09-02 13:09:26, 2474 ნახვა
პოლიტიკა
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება
კრწანისის რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ჯაფარიძე იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ლევან ჯაფარიძემ კრწანისის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. „როგორც იცით, კრწანისის რაიონში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. საზოგადოებას უახლოეს დღეებში ლევან ჯაფარიძის კანდიდატურას წარვუდგენთ. ის ამდენი ხნის განმავლობაში, კრწანისის რაიონის გამგებელი იყო. ჩვენ ერთად ვახორციელებდით იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც ამ რაიონისთვის იყო საჭირო. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები. ლევან ჯაფარიძე უკვე საკრებულოდან დაგვეხმარება. დარწმუნებული ვარ, მას ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება და აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ლევან ჯაფარიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)