|
2020-09-02 12:13:44, 2505 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - მიღებულია ყველა ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვიდნენ
მიღებულია ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში საქართველოში დამკვირვებლები ჩამოვიდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო აძლიერებს დემოკრატიას. „საქართველო საიმედო დემოკრატიული პარტნიორია. ჩვენ გავატარეთ მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები და მზად ვართ არსებითად პროპორციული სისტემით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. საქართველო აძლიერებს დემოკრატიას და მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორიო მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ამ პროცესს მხარს უჭერენ. ყველა სათანადო ზომა, რათა გლობალური პანდემიის პირობებში დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ, მიღებულია" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, დღეს არჩილ თალაკვაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ახალ დირექტორს, ალან გილამს შეხვდა. შეხვედრა ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)