14:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 11:48:54, 2027 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა რესტორნებისთვის ჯარიმების ჩამოწერაზე - ჯარიმას ძალა აქვს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ გადასახდელი იქნება

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნებისთვის პროტოკოლების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერაზე განაცხადა, რომ ჯარიმას ძალა აქვს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ის გადასახდელი იქნება.

მისი თქმით, ზოგიერთი რესტორანი პროტოკოლის დაცვით თავს არ იწუხებს.

„ჯარიმას აქვს აზრი და ძალა, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ის იქნება გადასახდელი. ისევ ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, როცა არის საკურორტო სეზონი და გაზრდილია შიდა მობილობა, დავიცვათ პროტოკოლები. ბევრგან არის შესუსტებული პროტოკოლების დაცვა, ცოტა უფრო რელაქსირებულია მოსახლეობაც და ზოგიერთი რესტორანიც ამას გრძნობს და არ იწუხებს თავს პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროტოკოლები დავიცვათ“, - განაცხადა თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics