03:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-26 11:57:06, 4179 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

ადვოკატების თქმით, იაკობ ბრეგვაძის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლის მიზნით, დაზარალებულის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

„მან მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილით მოვიდა სამი პირი და თითქოს ორ პირზე ძალადობდა. ეს ინფორმაცია საგამოძიებო ექსპერიმენტისას ფაქტობრივად უარყო, შესაბამისად, თავადვე დაადასტურა არასწორად მიცემული ინფორმაცია. ასევე, მან არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, როდესაც მიუთითა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომ მან იდენტიფიცირება მოახდინა გარკვეული პირების. საგამოძიებო ექსპერიმენტისგან მიწოდებული ინფორმაცია საჯაროდ უარყო და 3 პირის ნაცვლად უკვე 5 პირზე საუბრობს“, - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics