|
2020-08-24 13:28:33, 2250 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ მის ვიწროპარტიულ ინტერესზე წინ ოპოზიციურ ერთობას დააყენებს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო წინ დააყენებს ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში საერთო გამარჯვებას, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ საერთო სეთანხმების ერთგული რჩება. „დაველოდოთ განვითარებას, არ მინდა, კონკრეტული პასუხი გავცე ჯერ კიდევ ჰიპოტეტურ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციურ ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე მის ვიწროპარტიულ ინტერესს. ჩვენ, „ევროპული საქართველო“, შემიძლია ხაზგასმით და გადაჭრით გითხრათ, ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული, ვრჩებით საერთო კანდიდატების ერთგული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთიანი ფრონტით იბრძოლოს თბილისში. იმედი მაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ, ზოგადად, ქართველი ამომრჩევლის და ამ ქვეყნის მომავლის წინაშე“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)