02:45 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-23 09:31:07, 11195 ნახვა

სპორტი
გიორგი ნემსაძე - გუნდს გულშემატკივრებისა და იმ საქმის გამო არ ვტოვებ, რაც ბოლომდე მაქვს მისაყვანი

„გუნდს არ ვტოვებ გულშემატკივრებისა და იმ საქმის გამო რაც ბოლომდე მაქვს მისაყვანი“ , - ამის შესახებ გორის „დილას“ მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი პირობებს შექმნის ის ისევ დარჩება.

„საუბარი რა თქმა უნდა იყო არსებულ სიტუაციზე, გუნდს მწვრთნელი აღარ ჰყავდა და დამიკავშირდნენ. თუმცა „დილაში“ ბევრი გავაკეთე, გუნდი აქამდე მოვიყვანე და შუა გზაში არ მივატოვებდი.

გულშემატკივრების რეაქციაც მესმის და სწორიც იყო, მაგრამ მათ ბევრი რამ არ იციან. დიდი სიამოვნებით გავესაუბრებოდი, მათი მხოლოდ მადლიერი ვარ და შემდეგში ეგრე ვიქნები.

გუნდში თითქმის ერთი წელია მოვედი და ამბიციები ხუთელში მოხვედრა იყო, თუმცა ლიდერადაც ჩამოვყალიბდით და სამეულზე მეტის შანსი გაჩნდა. შესაბამისად ამბიციებიც გაიზარდა, თუმცა ჯერ არ მიღწეულ შედეგამდე რომ ხელს არ მიწყობენ ეს გულსაც მიცრუებს. პანდემიეს შემდეგ გუნდი შევათამაშე, თამაშიდან თამაშამდე მოვუმატეთ და შედეგსაც ხედავთ - პარალერულად ყველანაირად ხელშემშლელი ფაქტორებია.

შუა სეზონში, როდესაც მიზანთან ძალიან ახლოს ხარ, ფეხბურთელები არ უნდა გაუშვა. ეს როგორც გუნდზე, ასევე ჩემზეც მოქმედებს. სეზონი წელს ყველაზე დაძაბულია და გვაქვს შანსი გავიდეთ ევრო ტურნირებზე, თუ ეს არ არის გუნდის მიზანი და ამბიცია მაშინ ესეც უნდა ვიცოდე და ვიბრძოლებთ მარტივად დასარჩენად, ეგ არ იქნება პრობლემა.

გუნდში დავრჩები სეზონის ბოლომდე და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, თუ ამის შემდეგ ხელშემწყობ ფაქტორებსა და მათ მოცემულ სიტყვას საქმეში დავინახავ კიდევ დავრჩები“ , - განაცხადა გიორგი ნემსაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics