05:08 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-20 12:08:59, 1155 ნახვა

სამართალი
ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ამინდის ცვლილების გამო, დაგვიანებული არ არის

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება.

მისივე განმარტებით, ექსპერიმენტით უნდა განისაზღვროს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, არსებული როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.

„საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათის განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში, დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განცხადებით, აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი ამინდის ცვლილების გამო დაგვიანებული არ არის.

„არანაირად არ არის დაგვიანებული. იმ დროს რა ტემპერატურაც იყო, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას, კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება და აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის. რამდენად ზუსტ შედეგს მოგვცემს ექსპერიმენტი ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დანარჩენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენებს“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics