10:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-12 18:11:02, 1037 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე: უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულთა კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებულთა წრე გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.

,,როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებშიც პანდემია ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დავუშვებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გვქონდეს დიდი მასშტაბური გადინებები მოქალაქეების. იმედი მაქვს ყველა გაგებით მოეკიდება ამას. ჩვენ ასევე, გავაგრძელებთ მათ კომპენსირებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე აჭარიდან დარეგისტრირდა 42 300 უცხოეთში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული პირი. მათგან 23 806 პირს უკვე გადაერიცხა ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით.

კომპენსაციის გაცემის პროცესი გრძელდება და თვითდასაქმებულები, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია და ამ ეტაპზე ჯერ არ მიუღიათ კომპენსაცია, დახმარებას მომავალ კვირას მიიღებენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics