10:44 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 23:12:38, 1090 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ყვარელში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაშენებული კომპანია „მარეულის“ ვენახი და ღვინის საწარმო დაათვალიერეს

"ქართული ოცნების" ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფო პროგრამა - შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანია ,,მარეულის" 130 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და ღვინის საწარმო დაათვალიერეს.

"მარეულში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე კომპანია ,,მარეულის" ვენახებში ყოველდღიურად 70 ადამიანია დასაქმებული, ღვინის საწარმოში კი, მუდმივად, 30-35 ადამიანი მუშაობს.

ღვინის ქარხანა 10 000 ტონა ყურძენს ამუშავებს, ასევე კომპანიის მფლობელობაშია სამედიცინო და საკონიაკე ბრენდის სპირტის გადამამუშავებელი საწარმო, მიმდებარედ კი სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 50 ნომერზე გათვლილი სასტუმრო შენდება.

ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო მეწარმეს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა.

მთავრობის მეთაურმა კომპანია „მარეულის" დირექტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს თავის ფერმერზე და გვერდში დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს.

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული და გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს რეგიონში მიმდინარეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics