09:35 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 12:11:43, 1942 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ირაკლი აბუსერიძე, ისანში სკვერების გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ისანში სამი ახალი სკვერი გაიხსნა. ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციის ფარგლებში, ვაზისუბნის მეოთხე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მე-11 და მე-13 კორპუსებისა და წულუკიძის ქუჩის მეოთხე შესახვევის მეოთხე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო: ბავშვთა გასართობი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემები და განთავსდა დასასვენებელი სკამები. მიმდებარე ტერიტორია კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 262 416   ლარი დაიხარჯა.

„ჩვენი რაიონის გამწვანებასა და ეკოსისტემაზე ზრუნვას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური აქტივობის გამოყენების კუთხით და სარეკრეაციო დატვირთვის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში.

დღეს, საკრებულოს წევრ ლევან დავითაშვილთან, ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და საუბნო განყოფილების ხელმძღვანელ ხვიჩა ჩალაბაშვილთან ერთად, ისნის რაიონში  სამი ახალი სკვერი გავხსენით, შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები განვიხილეთ,“ - განაცხადა ისნის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი აბუსერიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics