21:08 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-04 14:56:12, 2638 ნახვა

ეკონომიკა
ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა შტადლერის პრეზიდენტისთვის

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიას, სადაც 400-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში, ნესტლეს და ნოკიასთან ონლაინ შეხვედრების შემდეგ, პატივი გვქონდა ფიზიკურად გვემასპინძლა  „შტადლერის" პრეზიდენტისთვის და წარმომადგენლებისთვის.

„შტადლერი" - მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარული კომპანიაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა საქართველოში წარმოების გაფართოებაზე, რაც კიდევ ერთხელ ასახავს იმას რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რელოკაციის ფარგლებში საინტერესო პირობებსა და გარემოს სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ცნობილი შვეიცარიული კომპანიის „შტადლერი" ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის" მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ ფრანცენი და „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics