02:11 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-01 12:08:12, 4008 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ შეიწყალებს, მიღებულია არა მის მიერ, არამედ ბიძინა ივანიშივლის მიერ.

„როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, გიორგი რურუა და სხვა პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ხელისუფლებას აქამდე აქვს არჩევანი, რომ ოქტომბრამდე ჩვენი უახლესი ისტორიის ეს სამარცხვინო ფურცელი, როდესაც სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ, იყოს დახურული.

თუ  ამას არ გააკეთებს და ეს თქვა სალომე ზურაბიშვილმა, კარგად გვესმის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშივლის გადაწყვტიელბა, ასეთ შემთხვევაში, არჩევნებამდე ვითარება არ იქნება ნორმალური, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება. ის შეფასებები, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ კეთდება, გაგრძელდება. ეს ხელს არ შეუწყობს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ნორმალური და არც იმას, რომ არჩევნები შეფასდეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი”, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, გუშინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას არ შეიწყალებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუას 30 ივლისს დამნაშავედ ცნეს. მას შეუფარდდა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics