08:22 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 23:22:15, 3796 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში ანა დოლიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორპოლუსიანობის დანგრევა სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

"პირველი, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი ამოცანაა ამ ორპოლუსიანობის დანგრევა. "ქართულ ოცნებას" არ უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ ქვეყნის სტაგნაცია მუდმივად დააბრალოს "ნაციონალურ მოძრაობას".

მეორე, რამდენადაც ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიული, მნიშვნელობა მიენიჭება ხალხის დაკვეთას. თუ ეს ქვეყანა დარჩება დემოკრატიად იქნება ტელევიზიები, იქნება ახალი სახეები პოლიტიკაში და იქნება იმის შესაძლებლობა, ადამიანებმა ბიულეტენში რაღაც გვარი შემოხაზონ, მაშინ ეს ხალხის დაკვეთა გაიმარჯვებს საბოლოო ჯამში.

თუნდაც ახლა, ეს სიმბოლური ფაქტი, ეროვნული მნიშვნელობის ეთერია და მე ერთი დამოუკიდებელი მაჟორიტარი ვარ აქ და ვსაუბრობ იმაზე, რომ დავასრულო ეს დღის წესრიგი,"- განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics