|
2015-09-07 09:32:17, 683 ნახვა
საზოგადოება
„მომავლის ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა
ანაკლიაში „მომავლის ბანაკი" საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ზურაბ ცოფურაშვილი, სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი თეა ყიფშიძე, კულტურული პროგრამების სამსახურის უფროსი ბაჩი ზურებიანი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე მომავლის ბანაკის მონაწილეებმა და ლიდერებმა ბანაკის ათი თემატური დღე (გაცნობის, დამეგობრების, ოლიმპიადის, ნორჩი მაშველების, გენდერული თანასწორობის, ტოლერანტობის, სამოქალაქო საზოგადოების, ეკოლოგიის, საქართველოს და დამშვიდობების დღე) წარადგინეს. მედლებით, თასებით და ცენტრის კონკურსების შედეგად გამოცემული წიგნებითა და კალენდრებით დაჯილდოვდნენ სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები, რომელიც სპორტის 5 სახეობაში გაიმართა ეს არის ფეხბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი,მაგიდის ჩოგბურთი და ფრენბურთი. ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა“ ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ყველა მონაწილეს (1728 მოზარდი), 10 წიგნი უფასოდ გადასცა, რომელიც მათ ინტერნეტსივრცეში აღმოჩნდება. საღამო ფლეშმობითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს. „მომავლის ბანაკს“ პირველ ნაკადზე - ა(ა)იპ საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციის მიერ შერჩეული „სპორტული ოლიმპიადის“ 12-18 წლის, 288 მონაწილე ესტუმრა. დანარჩენი 5 ნაკადის შერჩევა მოხდა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: 1. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ წარადგინა 1246 კანდიდატურა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, მათ შორის უპირატესობა მიენიჭა სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს. 2. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, დაევალა უცხოეთში მცხოვრები 144 თანამემამულის ჩამოყვანა ანაკლიიის „მომავლის ბანაკში“. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა შეარჩია და მოგვაწოდა 14-18 წლის, 50 მოზარდის სია. მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილება (დანიშნულების ადგილიდან ანაკლიამდე და ანაკლიიდან დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. ასევე, „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე ბავშვების უსაფრთხოებაზე იზრუნა „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლებმა. პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა გაიარეს სპეციალურად შემუშავებული მოდულები (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანისა და ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, და საქართველოს ისტორიის შესახებ. ქონდათ სპორტული აქტივობები ოლიმპიადის პრინციპით. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, მოზარდებს შეასწავლეს სამაშველო ღონისძიებების გატარება და საგანგებო სიტუაციების მართვის ხელოვნება. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. „მომავლის ბანაკმა“ 1700-ზე მეტ მოზარდს უმასპინძლა.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)