|
2015-09-06 16:58:25, 1253 ნახვა
საზოგადოება
CAREXPRESS FORWARDER-მა ამერიკაში მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის ჯილდო აიღო
CAREXPRESS FORWARDER-მა ამერიკაში მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის ჯილდო აიღო ( ჯილდო BIZZ 2015 "ეროვნული მნიშვნელობის ბიზნეს მიღწევები"). აღსანიშნავია, რომ CAREXPRESS FORWARDER საქართველოდან ერთადერთი კომპანიაა, რომელიც მსოფლიო ბიზნეს ფედერაციის (WORLDCOB) დაჯილდოებაზე იყო ნომინირებული. "ჩვენთვის ეს უკვე მეორე ჯილდოა, რაც ხაზს უსვამს ჩვენს პროფესიონალიზმს და სტიმულს გვაძლევს, ვისწრაფოდეთ მუდმივი განვითარებისაკენ",-აცხადებენ კომპანიაში. დაჯილდოება 1 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, Caesars Palace -ში, ლას ვეგასში გაიმართა. ხარისხისა და ტექნოლოგიური განვითარების მიღწევების გამო, "CAREXPRESS FORWARDER" «International Arch of Europe Gold Quality Award» -ის ჯილდოთი საერთაშორისო ორგანიზაცია B.I.D-ის ჟიურიმ დააჯილდოვა. " ეს მხოლოდ ჯილდო არ იყო, არამედ აღიარება, როგორც წარმატებული კომპანიისა, ვინაიდან ჯილდოვდებოდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც იღწვიან და მიისწრაფვიან ლიდერობისთვის, ტექნიკური ინოვაციების დამკვიდრებისთვის და რომლებიც ახლად შექმნილი კომპანიებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან",-აცხადებენ "CAREXPRESS FORWARDER"-ში. რაც შეეხება ბიზნეს ინიციატივას, ის QС100 TQM-ის (Total Quality Management) მოდელზე იყო დაფუძნებული. TQM-ის პროგრამის ძირითადი განსახორციელებელი ნაბიჯებია: 1. ხარისხზე ორიენტირებული ორგანიზაცია 2.კომფორტული ატმოსფერო სამუშაო გუნდისთვის 3.სისტემის ეფექტურობა 4.ტექნოლოგიური ინოვაციები 5. კომპანიის მართვა კლიენტების გათვითცნობიერების მიზნით 6.ლიდერობა გარემოცვაში 7.ორიენტირება ბიზნესში ყველაზე მომგებიან სფეროებზე ინფორმაციისთვის, 2012 წლიდან სატრანსპორტო კომპანია CAREXPRESS FORWARDER ტრანსპორტის ლოგისტიკის სფეროში წარმატებით მუშაობს. თავდაპირველად კომპანიის სახელი იყო CAREXPRESS. საერთაშორისო საგარეო ეკონომიკური საქმიანობა ისწრაფვოდა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე არსებული გზების მაქსიმალურ ოპტიმიზაციას. ამიტომ, 2014 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა პრინციპულად ახალი პროექტის შექმნის იდეა CAREXPRESS FORWARDER – უნივერსალური ოპერატორისა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში. 2014 წელს ლოგისტიკურ ბრენდს CAREXPRESS ოფიციალურად დაერქვა ახალი სახელი CAREXPRESS FORWARDER. კომპანია CAREXPRESS FORWARDER წარმატებით ვითარდება და მომავლის გეგმებს სახავს. "ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება და სრულყოფა სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროში და ვცდილობთ გადავიდეთ კლიენტების მომსახურების ხარისხობრივად ახალ დონეზე და საქართველოს ტერიტორიაზე გავხდეთ წამყვანი კომპანია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სფეროში",-განმარტავენ კომპანია "CAREXPRESS FORWARDER"-ში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)