|
2020-07-28 10:15:31, 2191 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ოლქებში, სადაც ძლიერი პოზიციები გვაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატები ეყოლება
„ოლქებში, სადაც ძლიერი პოზიციები გვაქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი კანდიდატები ეყოლება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ სიას უახლოეს პერიოდში წარადგენს. „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ყველა პარტიასთან და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოსცილდეს პოლიტიკურ ცხოვრებას და ზოგადად ხელისუფლებას. ეს ჩვენ მიგვაჩნია გადამწყვეტ არჩევნებად. ძირითად ოლქებში, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პოზიციები, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური სადაც მოვიგეთ, იქ „ნაციონალური მოძრაობას“ ეყოლება თავისი კანდიდატები. უახლოეს პერიოდში წარმოგიდგენთ პარტიულ სიასაც“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)