06:00 - 28 Jul, 2026
|
2020-07-25 17:23:46, 4368 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე: დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში უპარტიო კანდიდატზე ვფიქრობთ
„დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ, უპარტიო კანდიდატზე“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძემ აღნიშნა, რომ საბურთალოს ოლქში, სავარაუდოდ, ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს დატოვებენ. „ორშაბათს დაველოდოთ, ორშაბათს დილით გვექნება ამასთან დაკავშირებით განცხადება და იქ საბოლოოდ ფორმატს გეტყვით, როგორ ვიწყებთ არჩევნებში მონაწილეობას, რადგანაც დრო აღარ ითმენს, სწრაფად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საბურთალოს ოლქში, დავტოვებთ ბევრ მაჟორიტარ კანდიდატს, რომ ვცადოთ სხვა ტიპის კონკურენცია საარჩევნო თვალსაზრისით. 6 ოლქი შეთანხმებულია, გვყავს საერთო კანდიდატი, დარჩენილია დიდუბე-ჩუღურეთი, სადაც ვფიქრობთ, უპარტიო კანდიდატზე“, - განაცხადა ვაშაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)