|
2020-07-24 12:14:27, 3599 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - მადლიერები ვართ, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ
ჩვენ მადლიერები ვართ, რომ აშშ-ის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სენატში თავდაცვის ავტორიზაციის აქტის დამტკიცების საკითხს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ დოკუმენტში მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ წლების მანძილზე მიაღწია. „მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის კონგრესმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული. ასევე, მხარდაჭერილია ის პროგრესი, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდჭერით ჩვენ, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად მივაღწიეთ ამ წლების მანძილზე. მოგეხსენებათ, იყო არაერთი კრიტიკული მოსაზრება, ოპოზიციის მხრიდან იყო სპეკულაციებიც. დღეს უკვე მიღებულ დოკუმენტში ნებისმიერს შეუძლია ნახოს, რომ იქ მხარდაჭერა არის გამოხატული ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. რასაკვირველია, საქართველო აგრძელებს თავისი დემოკრატიის გაგრძელებას, აგრძელებს პროგრესის კიდევ უფრო კონსოლიდაციას ჩვენი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ ამერიკის კონგრესის მხრიდან კიდევ ერთი ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)