|
2020-07-23 14:48:11, 4237 ნახვა
პოლიტიკა
ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ
პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გომელაური დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზებას. „პოლიტიკური გაკოტრების წინაშე მდგარი „ქართული ოცნება“ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მავნე პრაქტიკას, როცა ის იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს მისი ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის. ნაცვლად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრი დაკავებული იყოს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულების სწრაფი გამოძიებით, რისი მომსწრენიც გავხდით ახლო წარსულში, ის დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართვით საარჩევნო პროცესში. ამას მოწმობს თუნდაც ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატად კონცელიძის დასახელება აჭარაში, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის. აჭარაში უკვე ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კონცენტრირება საარჩევნო პროცესის ირგვლივ, ამიტომ პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, რადგან ის ვერ ართმევს თავის ფუნქციას, რომ უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია და დანაშაულის სწრაფი გახსნა, არამედ დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზებას“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)