|
2020-07-23 14:09:33, 3746 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: უკრაინელი პოლიტიკური წრეებისთვისაც უკვე ცნობილია სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია
„უკრაინის ყველაზე პოპულარულ და რეიტინგულ მედია პლატფორმაზე გასულ ჟურნალისტურ გამოძიებაში ზუსტად არის ასახული სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო მასშტაბის ჟურნალისტურ გამოძიებას. მისივე თქმით, ჟურნალისტები გაოგნებას გამოხატავენ, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს მიერ უმძიმეს საქმეებზე მრავალგზის გასამართლებული დანაშაულებრივი რეჟიმის არქიტექტორებს უკრაინის ხელისუფლებამ ჩააბარა რეფორმების გაძღოლა. „ისინი, ასევე ირწმუნებიან, რომ სააკაშვილსა და ადეიშვილს აქვთ პირდაპირი შეხება გიორგი გაბუნიას მკველელობის ორგანიზებასთან, რათა ეს ფაქტი საკუთარი პოლიტიკური რევანშისთვის გამოეყენებინათ. ასევე, საუბარი მსხვილ კორუფციულ ფაქტებზე, რომლის კვალიც მიდის სააკაშვილი-მერაბიშვილი- ადეიშვილის კრიმინალურ კლანამდე. ჟურნალისტები უკრაინის ხელისფლებას სთხოვენ არა მხოლოდ იმას, რომ რეფორმებს ჩამოაშოროს ეს დანაშაულებრივი სინდიკატი, არამედ მოახდინოს მასზე სამართლებრივი რეაგირება. ქართველებისთვის ზედმიწევნით ცნობილია და ახალს არ წარმოადგენს ის ფაქტები, რაზეც არის მსჯელობა, რადგანაც სწორედ ამ დანაშაულებების გამო ჩამოაშორა ეს დანაშაულებრივი კლანი ხელისუფლებას. დაველოდოთ უკრაინის ხელისუფლების რეაქციას და საერთაშორისო რეზონანს ამ გამოძიების მიმართ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)