05:06 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-18 15:24:19, 6036 ნახვა

მსოფლიო
ხაბაროვსკში, დაპატიმრებული გუბერნატორის მხარდასაჭერად, ათი ათასამდე ადამიანმა აქცია გამართა

ხაბაროვსკის ოლქში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც დაპატიმრებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

აქცია დღის 12 საათზე დაიწყო. მონაწილეები ცენტრალური ქუჩებით დედაქალაქის მერიასთან გაემართნენ, სადაც მერთან შეხვედრა ითხოვეს. თუმცა, მერმა განაცხადა, რომ აქტივისტებს პროტესტის მოწყობაში ფულს უხდიან. ამის შემდეგ, დემონსტრანტები კვლავ ცენტრალური ქუჩებისკენ დაიძრნენ.

აქცოაზე ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა. მონაწილეებს ავტომობილის მძღოლები, სიგნალებით ამხნევებდნენ. 

გავრცელებული ცნობებით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „თავისუფლება ფურგალს!“ და აცხადებდნენ, რომ „არ მიიღებენ“ რეგიონის სხვა ხელმძღვანელს.

ცნობისთვის, ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორი და ფსევდოოპოზიციური „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, სერგეი ფურგალი, სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააპატიმრეს და მოსკოვში, საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს დასაკითხად.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics