|
2020-07-16 15:27:26, 3145 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის მერი თანამდებობიდან გადადგომაზე - არავითარი იძულების ან ძალდატანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომა არავითარ იძულებას და ძალდატანებას არ უკავშირდება. როგორც კომახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები აქვს სახელმწიფოს მხრიდან. „ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება ვფიქრობ, რომ იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისათვის და იმ მნიშვნელოვანი პროექტებისათვის, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. დამაზიანებელში მე ვგულისხმობ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ფაქტორს, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ახლა ქალაქი, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე, საბიუჯეტო შემოსვლების დანაკლისის ფონზე. ახლა საჭიროა ერთიანობა, გუნდურობა მაქსიმალურად გვერდში დადგომა“, - განაცხდა ლაშა კომახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე დარჩება თუ არა ის კვლავ „ქართულ ოცნებაში“, მერი ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამ კუთხით კონსულტაციები დასრულებული არ არის. „იმასაც გეუბნებით, რომ მაქვს საკმაოდ ღირსეული შემოთავაზებები იგივე სახელმწიფოს მხრიდან. არავითარი იძულების ან ძალდატანების ფაქტს ადგილი არ ჰქონია ან მცდელობას. იყო კონსულტაციები, იყო ამ საკითხის ზოგადი განხილვა სხვადასხვა ასპექტში“, - განაცხადა კომახიძემ. ცნობისთვის, დღეს ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე და ვიცე-მერი, ჯაბა ტუღუში თანამდებობიდან გადადგნენ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)