05:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 12:30:27, 3801 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე - ევროპარლამენტის დოკუმენტი პირდაპირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს

„ცალკე არის გამოყოფილი, რომ ორი ადამიანი გათავისუფლებულ იქნება და მაინც ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც პირდპაირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის დოკუმენტს.

მისი თქმით, თუ დოკუმენტს მმართველი გუნდის მხრიდან იგივე რეაგირება ექნება, მაშინ ამას ევროპელი პარტნიორების მხრიდან უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვება.

„იქ არის საუბარი 8 მარტის შეთანხმების აუცილებლობაზე და ცალკე არის გამოყოფილი, რომ ორი ადამიანი გათავისუფლებულ იქნება და მაინც ბოლომდე უნდა შესრულდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ დარჩენილი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. მნიშვნელობა აქ აქვს ამ შემთხვევაში სახლი და გვარი მოხსენიებულია თ არა, რადგან ესაა არსი ამ კონკრეტული მუხლის.

ესაა ისეთი ტიპის დოკუმენტი, რომელზეც რეაგირება თუ ისევე ექნება „ქართულ ოცნების“ მხრიდან, რომ ევროპარლემნტარები მოსყიდულები არიან, ან ვიღაცის ლობირებას ეწევიან, ან შეცდომაში არიან შეყვანილნი, მაშინ ამას მოჰყვება კიდევ უფრო მძიმე რეაქცია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა კაპანაძე.

შეგახსნებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ანგარიშში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს. ანგარიში ეხებოდა ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის არსებულ ასოცირების ხელშეკრეულებას და იმას თუ რამდენად ასრულებს საქართველო ხელშეკრულებას. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხს. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ აუცილებელია 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics