|
2020-07-09 15:54:18, 3443 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - მესმის, რომ ზალკალიანს საგარეო პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ ვიმედოვნებ, შეუძლია ინტერნეტის გამოყენება და დოკუმენტის მოპოვება, რომელსაც აშშ-ის კონგრესი განიხილავს
„მესმის, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკანიანს საგარეო პოლიტიკა არ ესმის, მაგრამ ვიმედოვნებ შეუძლია ინტერნეტის გამოყენება და იმ დოკუმენტის მოპოვება, რომელსაც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განიხილავს“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი „ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებს. მისი თქმით, ნათელია, რომ დღეს ივანიშვილის კისერზე ყულფი სულ უფრო ვიწროვდება. „ცხადი ხდება, რომ ის მზადაა ჩვენი ქვეყანა ჩამოაშოროს დასავლურ მომავალს და ამავე დროს ქართვლ ხალხს, რომელიც ამ 8 წლის მანძილზე უკიდურესად გააღარიბა, დაუკარგოს ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი. დღეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ურცხვი ტყუილი, ოცნებისა და მისი საგარეო მინისტრის მხრიდან. მინდა საზოგადოებისთვის განვმარტო - აშშ-ის კონგრესში განიხილება ერთადერთი კანონპროექტი ბიუჯეტის შესახებ და აქ პირდაპირაა ჩანაწერი გაკეთებული ფინანსური სანქციის შესახებ საქართველოსთან მიმართებაში, დემოკრატიასთან არსებული შეშფოთების გამო. ამ კანონპროექტს თან ერთვის ანგარიში, სადაც დეტალურადაა განმარტებული რას გულისხმობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, როდესაც საუბრობს დემოკრატიის გამოწვევევბზე. ესაა ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობა ქვეყანაში, ზეწოლა ოპოზიციაზე, მედიაზე და ა.შ. კონგრესი საქართველოს ხელისუფლებას აძლევს შანსს, ეს სანქცია არ ამოქმედდეს, როდესაც საუბრობს, რომ სურს მოისმინოს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებები რა კეთდება ამ პრობლემების გამოსასწორებლად. იმის ნაცვლად, რომ დღეს ჩვენი მინისტრი მუშაობდეს იმაზე, როგორმე თავიდან ააცილონ ქვეყანას ფინანსური სანქცია, ამის ნაცვლად ვისმენთ არაკომპეტენტურ, უვიც შეფასებებს. ჩვემთვის გასაოცარია რომ მინისტრმა ამ სანქციაზე ტელევიზიიდან შეიტყო, მას შემდეგ რაც ოპოზიციამ დოკუმენტის შინაარსი გააჟღერა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)