|
2015-09-01 14:24:57, 1621 ნახვა
კომენტარი
ლევან ბერძენიშვილი: კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძნიშვილის განცხადებით, საკადრო გადაადგილებების თაობაზე მისთვის არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ფიქრობს, რომ გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს. "კვირიკაშვილის წარუმატებლობა მე არ დამინახავს.თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში პრობლემებია,მათ შორი ეკონომიკის სფეროში, ეს არ მგონია, რომ კვირიკაშვილისგან მომდინარეობდეს. როგორც პიროვნება იგი უაღრესად დადებითი, შრომისმოყვარეა",-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. ამასთან, უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას შეფასებით, დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერია და დარწმუნებულია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმატებით წარუძღვება. "დიმიტრი ქუმსიშვილი კარგი მენეჯერია, კარგი ხელმძღვანელია და ის წარუძღვება ამ სამინისტროს წარმატებულად, ჩვენ ვენდობით პრემიერის გადაწყვეტილებას",-განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა, თავად გირგი კვირიკაშვილმა კი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)