16:20 - 12 Jun, 2026
|
2015-01-28 10:43:04, 2247 ნახვა
მსოფლიო
ობამა და მერკელი შეთანხმდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს
„რუსეთის ფედერაციამ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს“,-ამის შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს. „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ოფიციალური მოსკოვის მიერ მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისაუბრეს. ამასთან, ობამამ და მერკელმა უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხიც განიხილეს. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინელ სამხედრო პირებს და პრორუს სეპარატისტებს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)