|
2020-06-30 22:15:54, 2112 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გახარიას ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს - ჩემთვის ის სიის სათავეში მისაღებია
„მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს - ჩემთვის გიორგი გახარია სიის სათავეში მისაღებია“ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრების დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ შეკრებაზე მეტი ყურადღება მაჟორიტარებს დაეთმო და მათ მოსახლეობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ. „უფრო მეტი კონსულტაცია გვქონდა მაჟორიტარებთან დაკავშირებით, იმიტო, რომ მაჟორიტარული კანდიდატების წარდგენას უფრო ადრე ვაპირებთ. ანუ საზოგადოებას მათ უფრო მალე წარვუდგენთ, ვიდრე სიის ფორმირებაზე იქნება საუბარი. ნებისმიერ შემთხვევაში მამუკა მდინარაძისთვის გიორგი გახარია სიის სათავეში მისაღებია და მე ვფიქრობ, რომ ის არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ის აღმოჩნდა, ბევრისთვის გასაკვირადაც კი იმდენად კარგი კრიზის მენეჯერი, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რაც Covid-19-თან დაკავშირებით შეგვიძლია ვისაუბროთ. ანუ აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, საიდანაც მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ბევრმა ქვეყანამ“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)