|
2015-08-31 18:49:53, 639 ნახვა
საზოგადოება
მიგრაციის სამთავრობო კომისიის რიგით მე-13 სხდომა გაიმართა
თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის სამთავრობო კომისიის რიგით მე-13 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის წინ უსწრებს საქართველოში ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის შემფასებელი მისიის ვიზიტს. ევროკავშირის შემფასებელი მისია ქვეყანაში სექტემბრის ბოლოს უნდა ჩამოვიდეს. „დღეს მიგრაციის სამთავრობო კომისიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სხდომაა, მანამ, სანამ სექტემბრის ბოლოს ბრიუსელიდან შემფასებლების ახალი მისია ჩამოვა. რიგის სამიტის შემდგომი პროცესი გულისხმობს მორიგი ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას საქართველოს მიერ, მათ შორის, მიგრაციის სფეროში, რათა ბრიუსელში დეკემბერში, ვიმედოვნებთ, მიღებული იყოს დადებითი გადაწყვეტილება სავიზო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა, კერძოდ, მიგრაციის რისკების ანალიზსა და ანალიტიკურ სისტემაზე მიგრაციის სფეროში. მინისტრის განცხადებით, მიგრაციის რისკებს უნდა აანალიზებდეს ყველა ქვეყანა, რომლებიც სავიზო საზღვრებს ხსნიან ევროკავშირის ქვეყნებთან. „ეს დოკუმენტი განსაზღვრავს, რა რისკები შეიძლება არსებობდეს როგორც შემომავალ, ისე გამავალ ნაკადებში, რომ საბოლოოდ იმ ქვეყნებსაც არ შეექმნათ პრობლემები, რომლებთანაც ჩვენ სავიზო საზღვრები არ გვექნება“, − განაცხადა მან. რაც შეეხება ანალიტიკურ სისტემას მიგრაციის სფეროში, მის შექმნაში ამ თემებზე მომუშავე უწყებები ჩაერთვებიან. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „შინაგან საქმეთა სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურები, იუსტიციის და სხვა სამინისტროები ერთობლივად იმუშავებენ იმისათვის, რომ მიგრაციის ნაკადების შესახებ უწყებებს შორის ინფორმაცია გაიცვალოს და ეს ინფორმაცია გადამუშავდეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული“. კომისიის სხდომაზე მიგრაციის 2016-2020 წლების სტრატეგია, აგრეთვე, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი განიხილეს. ღონისძიების მონაწილეებმა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო კამპანიის მიმდინარეობის შესახებაც იმსჯელეს; განიხილეს მიგრაციის სამთავრობო კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ უფრო მეტად ჩართულობის საკითხი. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია 2010 წლის ოქტომბერში შეიქმნა. ის მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. კომისია 12 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს და მას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)