22:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 22:20:19, 1736 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - რადიკალურ ოპოზიციას  მძიმე მდგომარეობა შექმნას სურს

რადიკალურ ოპოზიციას  მძიმე მდგომარეობა შექმნას სურს , - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკების პროცესიდან დღემდე დასავლური პარტნიორები და ფასილიტატორები ჩვენთან ერთად საქმის ბოლომე დასრულებაში ჩართულები არიან, თუმცა ოპოზიცია აირია.

„ეუთოს რეკომენდაციები საარჩევნო სისტემის, საერთოდ, საარჩევნო ატმოსფეროს გაჯანსაღების თემას ეხება, თუ როგორი უნდა იყოს გარემო არჩევნების დროს , არჩევნების წინა პერიოდში.  სამუშაო  ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო და  ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის წევრები ამ პროცესში მონაწილეობდნენ.

ამ პროცესებში დასავლელი პარტნიორები ჩართულნი არიან, ფასილიტატორები ანუ მოლაპარაკებების ხელშემწყობები თავის როლს ასრულებენ, ერთობლივი განცხადებებებია ცალკე აშშ-ის და  გერმანიის. მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია აირია. ყველა არა, რადგან ახალი ოპოზიცია კონსტრუქციული კუთხით გამოჩნდა.  მხედველობაში მყავს „ნაციონალური მოძრაობა", „ევროპული საქართველო" და ზოგადად, სატელიტი პოლიტიკური პარტიები. ძალიან მძიმე მდგომარეობა უნდათ, რომ შექმნან და შექმნილია კიდეც ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური პოლემიკა. სხვა სიბრტყეში გადავედით“ , - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics