22:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 12:41:01, 1255 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავება გამოჩნდა

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხომაზე განაცხადა, რომ ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც ძველ და ახალ ოპოზიციას შორის განსხვავება გამოჩნდა.

მისი თქმით, ამავე კენჭისყრით გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი და მეორე კენჭისყრა იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა რომ „ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ასრულებს დადებულ პირობას და მზად არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადადგას მომდევნო ნაბიჯი, ერთგულია დემოკრატიული პრინციპების. ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო წყალგამყოფი, სადაც გამოჩნდა განსხვავება ძველ და ახალ ოპოზიციას შორის", - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის, პარლამენტში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე განხილვა მიმდინარეობს. სხდომას არ ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics