20:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-26 10:16:58, 1705 ნახვა

სამართალი
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს.

არსებული ინფორმაციით დაკავებულია 17 პირი.

ერთ-ერთი ადვოკატი დავით ჭიკაიძე ადასტურებს, რომ დაკავებულთა შორის მისი დაცვის ქვეშ მყოფიცაა, რომელიც დღეს დილით 08:00 საათზე დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წვეულებაზეიყო თავიდანვე დაახლოებით 7 საათისთვისარის ჩასული ის როგორც კი სიტუაცია დაიძაბა მალევეა წამოსული ადგილიდან. ის დააკავეს დღეს დილის რვა საათზე და შემიძია დაგიდასტუროთ, რომ მას ბრალი სავარაუდოდ წაეყენება სსკ-ის 126 მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას“, - განაცხადა ჭიკაიძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შსს-მ მიმართა. შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics