20:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-25 11:36:17, 1349 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და რეინჯერებს შეხვდა.

„თბილისის ეროვნული პარკი 20 ათას ჰექტარზე მეტი, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ტერიტორიაა. სწორედ ეს ბიომრავალფეროვნება სძენს პარკს უნიკალურობას, მის დაცვას კი, 40-მდე რეინჯერი უზრუნველყოფს. თბილისის ეროვნული პარკი, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2018-2019 წლებში, მე-4 ადგილზე იყო. ეროვნული პარკი თბილისის მოსახლეობის  საყვარელი ადგილი. ახლა იწყება ზაფხულის სეზონი და ძალიან მნიშვნელოვანია, ბუნებასთან სწორი ურთიერთობა. ჩვენ უნდა ვეწვიოთ ბუნების ულამაზეს ძეგლებს, უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი უნიკალური ქვეყანა და, ამავდროულად, უნდა გავუფრთხილდეთ მას - ცეცხლი დავანთოთ ისეთ ადგილას, სადაც რეინჯერები მიგვითითებენ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ეს ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თბილისის ეროვნულ პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, პარკის განვითარების პროექტს ახორციელებს. ამერიკის და მსოფლიო ეროვნული პარკების საუკეთესო მაგალითების მსგავსად, პროექტის ფარგლებში, ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, ვიზიტორთა კოტეჯები, სალაშქრო ბილიკები, ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელი ზონა და სხვა. დაგეგმილია 300 კმ-მდე მარტივი  და საშუალო სირთულის სალაშქრო ბილიკების მოწყობა თანმდევი ინფრასტრუქტურით.

თბილისი ეროვნულ პარკში კერძო ინვესტიციის განხორციელებაც იგეგმება. „საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტის“ (ppp) ფარგლებში ინვესტორი „საბადური ვილაჯე” თბილისის ეროვნული პარკის საბადურის ტყის მონაკვეთის განვითარებაში, დაახლოებით, 4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

თბილისის ეროვნულ პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი ვალერიან მჭედლიშვილი იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics