23:23 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-29 14:05:07, 569 ნახვა

საზოგადოება
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით დანიისა და ნიდერლანდების სამეფოებში ფოტო გამოფენა გაიმართა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, კოპენჰაგენსა და ჰააგაში ფოტო გამოფენა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დანიისა და ნიდერლანდების სამეფოებში დაგეგმილი ღონისძიებები ელჩებმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა და კონსტანტინე სურგულაძემ გახსნეს.

უწყების ინფორმაციით, მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ელჩების გამოსვლებში ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მცოცავი ანექსიის პოლიტიკაზე. 
ფოტო გამოფენის ფარგლებში, აგრეთვე მოეწყო საქართველოს სახელმწიფო აპარატის მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც დეტალურად ასახავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ ყოფას.  
საქართველოს საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დანიისა და ნიდერლანდების სამეფოებში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics