|
2020-06-20 23:17:41, 1474 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე - უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა იყო თავად ამ ადამიანის ჩამოყვანა
უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა იყო თავად ამ ადამიანის ჩამოყვანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ აღიარების გარდა, მთავრობა მორალურ ვალდებულებას გრძნობს დაშავებული მოქალაქეებისადმი. „მოდით შეცდომით დავიწყოთ, რადგან შეცდომით დაიწყო 20 ივნისი. ეს იყო პროტოკოლური შეცდომაც, მაგრამ მხოლოდ პროტოკოლური შეცდომა არ ყოფილა. ახლა ურემ ამობრუნებულზე გზა როდესაც კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა იყო თავად ამ ადამიანის ჩამოყვანა. დღევანდელი გადასახედიდან, ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ეს ადამიანი ალბათ არ უნდა ჩამოგვეშვა, მაგრამ გვაქვს ასეთი გამოცდილება - 2016 წელს საქართველოში იმყოფებოდა კოვალიოვი, რომელიც, იყო „ეფ ეს ბეს" წარმომადგენელი, თავის დროზე ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მათ შორის, კანონის დამრღვევი, ასეთი პრეცედენტები იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში და მისი პროვოკაციული მოქმედებები ალბათ უნდა გაგვეთვალა, რთული იყო, მაგრამ უნდა გაგვეთვალა. იქ იყო საპროტესტო აქცია, მოქალაქეებისა, რომლებმაც ნახეს, რომ გავრილოვი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი მოთავსდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, მათ აღარ აინტერესებდათ ეს პროტოკოლური შეცდომა იყო, ვინმემ დასვა თუ თავისთავად ჩაიდინა გავრილოვმა პროვოკაციული მოქმედება. თუ გათვლიდი ამას, მაშინ ამ შეცდომასაც არ დაუშვებდი. შარშანდელი 20 ივნისი იყო ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა, რომელიც ბოროტულად და მავნებლურად, მიზეზად თავისი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა სხვა განშტოებებმა. მათ სცადეს, ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ თავიანთ მავნებლურ გეგმებში. სახელმწიფომ იმ დღეს თავიდან აიცილა ძალიან დიდი უბედურება, მაგრამ სამწუხაროდ თავიდან ვერ აიცილა რამდენიმე ადამიანის დაზიანება და მორალური და არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, მთელი ცხოვრება გვექნება ამ ადამიანების წინაშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)