22:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 12:54:02, 1487 ნახვა

სამართალი
რურუას ადვოკატი - ვვარაუდობთ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დადასტურდება

ვვარაუდობთ, რომ დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით გიორგი რურუას უდანაშაულობა დადასტურდება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებია, რომლებიც რურუას დაკავების დღეს, სხვადასხვა ხანგრძლივობით, მასთან იმყოფებოდნენ.

„ეს ადამიანები იმყოფებოდნენ გიორგი რურუასთან ერთად სხვადასხვა ხანგრძლივობით. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც გიორგი რურუა საპროტესტო აქციიდან სახლსი ბრუნდებოდა, მაშინ იქნა დაკავებული ცეცხლსასროლი იარაღით. შესაბამისად, დაკავებამდე ამ ადამიანებს ჰქონდათ კონტაქტი და ბუნებრივია, გიორგი რურუას რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა ისინი შეამჩნევდნენ. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდიან სასამართლოს დაცვის მხარის მოწმეები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათ შორის ამ მოწმეების ჩვენებებით დადასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics