16:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-17 12:34:41, 1376 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე - ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი

„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი, რომელიც თბილისში აჩვენებს თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება წარმატებით დამთავრდება.

„ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ შეიქმნას დიდი კოალიციური ფრონტი, რომელიც თბილისში აჩვენებს თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ველოდებით, რომ ეს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებს შორის დამთავრება წარმატებით და იქნება დაყენებული ისეთი კანდიდატები და ისეთი პარტიების მიერ, რომლებიც გარანტირებულად მოგვცემს თბილისში გამარჯვებას პირველივე ტურში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, 20 ივნისს ოპოზიციის მხრიდან ცნობილი გახდება,  ვინ იქნებიან თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics