|
2020-06-17 10:50:18, 1410 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გაეროს გლობალური შეთანხმების მე-20 საიუბილეო ლიდერთა ონლაინ სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „კლიმატის ცვლილება და გარდამავალი პერიოდი“ მიიღო მონაწილეობა. ლევან დავითაშვილმა დისკუსიის მონაწილეებს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „კლიმატის ცვლილება სამყაროსთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეფექტიანი შედეგის მისაღებად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სწორი პოლიტიკით, ქვეყნის შიგნით კერძო სექტორთან, ხოლო ქვეყნის გარეთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან პარტნიორულ თანამშრომლობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლიმატის ცვლილების შერბილებისთვის, საქართველო აქტიურად მუშაობს სათბური აირების შემცირების მიმართულებით“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილში, მინისტრმა ქვეყანაში ენერგეტიკის, სატყეო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სატრანსპორტო სექტორში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ისაუბრა და ყურადღება კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც სამიტზე აღინიშნა, მსოფლიოში Covid-19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა ცხადყო „ნაცრისფერი ეკონომიკიდან” „მწვანე ეკონომიკაზე” სწრაფად გადასვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღინიშნა ამ პროცესში „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მნიშვნელობა. დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო კლიმატის ადაპტაციის, ენერგიის გადაცემის და ტრანსსასაზღვრო გარემოსდაცვითი პროგრამების წახალისების მნიშვნელობის საკითხებს. „გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)