22:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 12:53:15, 1502 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ვანში სექსუალური შევიწროების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სექსუალური შევიწროების ფაქტზე 1976 წელს დაბადებული ს.ჯ. გამოავლინეს.

ვანის რაიონულ სამმართველოს მიმართა ქალმა, რომელიც მიუთითებდა მეზობლად მცხოვრები მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებების შედეგად დაადგინა, რომ ს.ჯ.-მ ვანში, ერთ-ერთ ქუჩაზე, 1981 წელს დაბადებული ნ.ჯ.-ის მიმართ სექსუალური შევიწროება განახორციელა. კერძოდ, ს.ჯ.-მ დაზარალებული ქალის მიმართ გამოიყენა სექსუალური ხასიათის ფრაზები და მის წინაშე განახორციელა სექსუალური ხასიათის ქცევა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ს.ჯ. სექსუალური შევიწროების ჩადენის ფაქტზე  სამართალდამრღვევად ცნო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.ჯ.-ს 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics