14:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 10:46:06, 6864 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყაროს მოძიება გრძელდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 161 პაციენტი მკურნალობს.

„ამ 15 ახალი შემთხვევიდან, 2 არის სამედიცინო პერსონალი, 5 გახლავთ საკარანტინე სივრციდან შემოტანილი, 5 გახლავთ ისევ საკარანტინე სივრციდან, ოღონდ დადასტურებულ პირთან კონტაქტი, 1 არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ პირთან მყოფი კონტაქტი და 2-ის წყაროს მოძიება ახალია და გრძელდება. საერთოდ, წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების შედეგად იკვეთება, რომ ალბათ, გამოვლინდება კონტაქტები, უბრალოდ კიდევ სჭირდება ამას დაზუსტება. ამიტომ, გარკვეულწილად, უცნობი წყაროს რაოდენობა ალბათ შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, თუმცა რამდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics