|
2015-08-26 19:48:08, 1810 ნახვა
კომენტარი
კობა სუბელიანი: აღმაშენებელი იმხელა ცხენით სულ ციმ ციმ ვატარე ივერიიდან დიღმამდე, მისხალი არ დაზიანებია
თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი კობა სუბელიანი "ალი და ნინო"-ს ქანდაკების დაზიანების ფაქტს ეხმაურება: "აღმაშენებელი იმხელა ცხენით სულ ციმ ციმ ვატარე ივერიიდან დიღმამდე, მისხალი არ დაზიანებია, მეხვეწებოდა კიდეც, ცოტა კიდევ მასეირნე ქალაქშიო და ამათ რა ბლაგვი ჭირთ ასეთი რომ ერთი შვანტალია ციცა ვერ გადაუდგამთ 10 მეტრის იქეთ",-აცხადებს კობა სუბელიანი. შეგახსენებთ, დღეს "ალი და ნინო"-ს ცნობილი ქანდაკება გადატანის დროს დაზიანდა. „ალი და ნინოს“ გადატანის სამუშაოს კომპანია "არნაბი 21" ახორციელებდა. კომპანიას სატენდერო პირობების მიხედვით, დემონტაჟისა და მონტაჟის დროს ქანდაკების დაზიანების გამო, სრული მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრება. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაზიანება მასშტაბური არ არის და უმოკლეს პერიოდში, ავტორთან კონსულტაციის შემდეგ აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)